|
2016-12-29 13:01:34, 1091 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები შეაჯამა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები მოკლედ შეაჯამა. სერგეენკოს თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი გაიზარდა, თუმცა მომსახურების ფასი კვლავ პრობლემად რჩება: „ჩვენი პირველი ამოცანა 2013 წლის დადგომისას იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ვისაც საერთოდ არ შეეძლო ექიმთან მისვლა, ან თუ მივიდოდა ვალებით ახერხებდა მხოლოდ გადაუდებელ რაღაცებს, სასწრაფოდ მოგვეგვარებინა ეს. ზოგადად, ჯანდაცვა სამ საყრდენზე დგას, ეს არის მიწვდომადობა, ხარისხი, ფასი. ჩვენი მიმდინარე და მთავარი პრიორიტეტებია აქცენტირება ხარისხზე და ღირებულებაზე. ხარისხი მრავალკომპონენტიანი სისტემაა და უკეთესი მომსახურების მიღებას გულისხმობს. რაც შეეხება ფასს, ეს არის ყველაზე დიდი დარჩენილი ბარიერი, რაც დარჩენილია მოსახლეობისთვის. ეს არის ჩვენი რეფორმების მოკლე აღწერა“,- აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)