|
2016-12-26 13:02:54, 2845 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში შობას 13 ადამიანი მოკლეს - ნარკოკარტელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს
მექსიკის დასავლეთ ნაწილში შობას 13 ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, მიჩოაკინის შტატის ქალაქ ხიკილპან-დე-ხუარესში პოლიციამ 6 მოჭრილი თავი იპოვა. ბოლო პერიოდში ამ შტატში დაპირისპირებულ ნარკოკარტელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მოკლულების იდენტიფიცირება და სხეულების პოვნა ჯერ ვერ შეძლო. გარდა ამისა, მეზობელ შტატ გერეროში უცნობმა პირებმა ორი ოჯახის წევრები მოკლეს. სამარტალდამცველების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები სახლში შეიჭრნენ და ცოლ-ქმარი, ასევე ხუთსულიანი ოჯახი მოკლეს. აღსანიშნავია, რომ 7 მოკლულიდან 3 სამართალდამცველი აღმოჩნდა. ცნობისთვის, გერერო მექსიკის ყველაზე კრიმინოგენულ შტატად ითვლება, სადაც ერთდროულად რამდენიმე მსხვილი ნარკოკარტელი მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)