|
2016-12-24 16:37:47, 2424 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებმა ხეზე კვეთის კურსი დაასრულეს. კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის მონაწილე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სერტიფიკატები სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა - ნუგზარ კანდელაკმა და შორენა შიუკაშვილმა გადასცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის შეფასებით, მსგავსი სახის სასწავლო და პროფესიულ კურსებში ჩართვა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები არაერთი მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ, რაც უპირველესად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების სახით მომავალშიც გაგრძელდება. ხეზე კვეთის კურსები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ წარმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)