|
2016-12-24 15:34:47, 1789 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე იმედოვნებს, რომ კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას გადახედავს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის მუშაობაში ჩართული იქნებოდა და თავის პოზიციას სწორედ ამის მეშვეობით წარმოადგენდა. ჩვენ ყველანი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ნამდვილად ვიტოვებთ იმედს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას გადახედავს, რადგან მისი ადმინისტრაციის ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთხელ და სამუდამოდ, ის ხარვეზები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს, უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობას, კობახიძემ განაცხადა, რომ ჯგუფის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)