|
2016-12-23 17:36:27, 1774 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტის წარმომადგენლები სამუშაო პროცესში მოგვიანებით ჩაერთვებიან
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია. ის მედიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. კობახიძე იმედოვნებს, რომ ისინი სამუშაო პროცესში მოგვიანებით ჩაერთვებიან: „კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ საწმუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კომისიაში მუშაობისგან, თუმცა დიდი იმედი მაქვს, სამუშაო პროცესში ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისაგან თავს იკავებენ, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი. მისი შეფასებით, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, რაც ასე არ მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)