|
2016-12-23 11:35:36, 919 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გაიმართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სუჯატა მეჰტასთან და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შრი აშოკ გაჯაპატისთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთის რესპუბლიკაში გამართული ოფიციალური შეხვედრებისას განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ 2017 წელს, საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე. უწყების ინფორმაციით, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის, ტრანსპორტისა და კინო-ინდუსტრიის სფეროებში. მხარეები მიესალმნენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში განზრახვათა მემორანდუმის გაფორმებას, ასევე კმაყოფილება გამოითქვა 2017 წელს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ავიაციის სფეროში შემდგომ თანამშრომლობას. ინდოეთიში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ეწვია ტექნოლოგიური მომსახურების უმსხვილეს ცენტრს „VFS Global"-ს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში განათლების მიღების მსურველი ინდოეთის მოქალაქეებისათვის სწრაფი და ეფექტური სავიზო მომსახურების უზრუნველყოფის საკითხები. საქართველოს დელეგაცია ადგილზე გაეცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. აღსანიშნავია, რომ „VFS Global"სავიზო/საპასპორტო ტიპის მომსახურებას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და დიპლომატიურ მისიებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)