19:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 16:30:45, 2456 ნახვა

ეკონომიკა
შპს „მობიტელი" #F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის", ბრენდული სახელწოდება - „ბილაინის" #F39 რადიო-სარელეო კავშირისთვის განკუთვნილი ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია #F39 ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო საერთო ჯამში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის. აღნიშნული თანხის 30%-ს (332 705,90 ლარი) შპს „მობიტელი" ერთი თვის ვადაში დაფარავს, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ჩარიცხავს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics