|
2015-03-25 20:37:36, 492 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის დელეგაციასა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების ეფექტიანი და დროული იმპლემენტაციის აუცილებლობაზე და ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე აღნიშნულ პროცესში. საუბარი, აგრეთვე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და მზარდი რუსული ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახალხო დიპლომატიის კუთხით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)