|
2016-12-21 13:11:02, 2742 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Haber 7 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 6 ადამიანი აიდენის პროვინციაშია დაკავებული, სადაც თავდამსხმელი მევლუთ მერთ ალთინთაში დაიბადა. კიდევ 6 ეჭვმიტანილი აიყვანეს იზმირში. ანკარაში ასევე დაკავებულია პირი, რომლის ბინაშიც თავმდამსხმელი ცხოვრობდა. შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)