11:54 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 18:56:25, 932 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი მოხარულია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამომავლო პერსპექტივა და აღნიშნულ პროცესში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები.  

„როგორც საუბრისას მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ შენარჩუნებულია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი და ის მაღალია ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები უფრო დეტალურად იქნება განხილული აპრილში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების დროს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics