17:36 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 22:05:38, 2255 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბოლო 4 წელიწადში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 61 პროცენტით გაიზარდა

ბოლო 4 წელიწადში საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა, ხოლო მგზავრთა რაოდენობა გაზრდილია 61%-ით და 2015 წელს 2 260 ათას მგზავრს გადააჭარბა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტებს შორის სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა.
 
ერთერთ ასეთ პროექტს, რომლის დაფინანსებასაც 2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაა. აღნიშნულის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთნაკადი. ნოემბრის ჩათვლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 243.918 ათას მგზავრს, რაც 41 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (172.554).

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics