2016-12-13 21:07:06, 2454 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს
მთავრობის რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს.
„ყველა საფინანსო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ისინი დადებითად აფასებენ რეფორმის ყველა ნაწილს - მოგების გადასახადის რეფორმას, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებებს, ასევე, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მათ შორის, აქციზის განაკვეთების ზრდის ნაწილში. ასევე, ერთმნიშვნელოვნად დადებითია ისშეფასებები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა გააკეთეს ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან