15:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 17:49:51, 1842 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: კადრების შემცირება ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კადრების შემცირება აუცილებელი არ არის. დოლიძიას განმარტებით, ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ რესურსებსა და ტექნიკურ რესურსებს შეეხება:

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ 10%-იანი შემცირება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ზედმეტ ტვირთად ბიუჯეტს არ დააწვეს მთავრობის მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩემს უწყებასაც შეეხო. თუმცა, მე მოხარული ვარ, რომ ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი კადრების შემცირება და ადამიანური რესურსებისგან გათავისუფლება. მით უმეტეს, რომ საქმიანი ადამიანური რესურსები დამხვდა. მაგრამ ის შეეხება ადმინისტრაციული რესურსებისა და ტექნიკური რესურსების შემცირებას, რაც მაინცდამაინც ძლიერად არ აისახება სამინისტროს ეფექტურ მუშაობაზე. ამიტომ, ჩვენ ამასაც გავართმევთ თავს“,- აღნიშნა დოლიძემ. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ მივლინებებიც, თუ ის ძალიან აუცილებელი არ იქნება.

„ისევე როგორც შიგნით მოძრაობის რესურსებიც, ისევე როგორც გაუთვალისწინებელი ხარჯები“,- ამის შესახებ ევროინტეგრაციის მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მე ვერაფრით ვერ შევამცირებ ბათუმის კონფერენციისთვის გამოყოფილ ხარჯებს, რომელიც ყოველწლიური მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მეტნაკლებად უკვე გვაქვს განსაზღვრული ის პრიორიტეტები, რომელზეც უნდა ავიღოთ ფოკუსირება. ეს ინდივიდუალური საკითხია ყველა უწყებისთვის“,- განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics