13:43 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-04 15:54:13, 2484 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკური დებატების ფინალური ეტაპი გაიმართა

სასტუმრო Holiday Inn-ში ეკონომიკური დებატების ფინალური ეტაპი გაიმართა. დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით ჩატარდა და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენინგები ჩაუტარდათ, ლექციების ერთი ნაწილი დებატების სპეციფიკას, ხოლო მეორე ეკონომიკურ და საბანკო თემებს შეეხებოდა. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ დებატებისთვის  აუცილებელი უნარ-ჩვევები, უკეთ შეძლონ გუნდურად მუშაობა და გაიღრმავონ ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე.

მონაწილეებს შორის ორი ნახევარფინალის შემდეგ ფინალური დებატი ჩატარდა. გუნდებმა სხვადასხვა ეკონომიკურ თემებზე იდებატეს. გამარჯვებულები სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯებმა გამოავლინეს.

ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პროექტი „საზოგადოება და ბანკებმა" „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან" ერთად განახორციელა.  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
გეგელია - მთავრობის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics