12:21 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:55:43, 1959 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზადაა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით,  ზამთრის კურორტები  ტურისტების მისაღებად მზადაა.

როგორც ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზამთრის პერიოდისთვის მეტი ტურისტის მოსაზიდად, 12 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანიები აწარმოეს:

„ზამთრის კურორტები მზად არის ტურისტების მისაღებად და რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, ის ჯავშნები, რომლებიც ამ სასტუმროებს გააჩნიათ ამ მომენტისათვის, ძალიან პოზიტიურ განწყობას გვიქმნის იმის შესახებ,  რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ და დასძინა, რომ  მომავალ ზამთრის და ზაფხულის მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებიც სხვადახვა ქვეყნის მიმართულებით განხორციელდება, დაახლოებით 18 მილიონი ლარი დაიხარჯება:

„ძირითადი ბაზრები იქნება როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნები და ჩვენი მეზობლები, ასევე ევროკავშირის ქვეყნები, ის ქვეყნები, რომლებიც ახლახანს აღმოვაჩინეთ, როგორც ახალი ბაზრები და მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩევიან, მათ შორის  სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიდანაც საერთოდ არ გვყავდა საქართველოში ტურისტები და წელს იყო რეკორდული რაოდენობა“,-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics