|
2015-03-21 20:19:35, 3840 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებულია
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივან ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებულია. "ჩემი პროგნოზი გამართლდა. "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებულია, თუ, რა თქმა უნდა, მას მორიგჯერ არ გააცოცხლებს "ქართული ოცნება". ვერც "კრანით" გადაღებული კადრები შველით და ვერც- აფრიალებული დროშები და ფაფარი. ეს ხალხის ის რაოდენობა არაა, რომ ე.წ. დომინანტობაზე პრეტენზია ჰქონდეთ. "კოლონები მოდის"... "კოლონები მოვლენ"... "კოლონები გზაშია"... "კოლონები მალე ჩამოაღწევენ" ნახვამდის, ნაცისტებო! უფრო სწორად, მშვიდობით - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დღეს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა, მთავრობის გადადგომა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)