19:06 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 11:41:13, 1654 ნახვა

სამართალი
ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ავტომანქანისთვის განკუთვნილ, დაბალი ხარისხის იაფფასიან მაგნიტოფონებზე, მათი გაყიდვის გაადვილების მიზნით, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ბრენდის - „SONY“-ს სასაქონლო ნიშნის უკანონოდ განთავსებას და შემდგომ, უკანონდ ნიშანდებულ საქონელს ე.წ. „ლილოს ბაზრობის“ ტერიტორიაზე მოტყუებით ასაღებდა, როგორც   „SONY“-ის მიერ წარმოებული ორიგინალი პროდუქცია. 

„საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საგამოძიებო სამსახურის მიერ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ბრალდებულის მიერ რეალიზებული, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული ტექნიკა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics