|
2016-11-18 12:34:56, 719 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მმართველ ძალას ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და თამამი მოქმედებისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს. „დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს. მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს", - მიმართა „ქართულ ოცნებას" საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი, ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის. „ამიტომ მივმართავ მმართველ პარტიას - დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად - პირველყოვლისა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლადმონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)