20:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 17:56:10, 2084 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი: ტრამპისგან ველოდები ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობებში სიცხადეს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დონალდ ტრამპისგან სიცხადეს ისეთ საკითხებში ელოდება, როგორიცაა მსოფლიო ვაჭრობა, კლიმატი, პოლიტიკა და ნატო-ს მოკავშირეებთან მომავალი ურთიერთობები, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის იუწყება. 

როგორც იუნკერმა ბერლინში გამართულ პრესკონპერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში აშშ-ის პოზიცია საინტერესოა. 

“ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, როგორც განვითარდება საქმეები გლობალურ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გვსურს, ვიცოდეთ, რა განზრახვები აქვს მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი კლიმატური პოლიტიკის გატარებას აპირებს ის. ეს უახლოეს თვეებში ცხადი უნდა გახდეს” , - განაცხადა იუნკერმა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟან-კლოდ იუნკერმა და დონალდ ტუსკმა, დონალდ ტრამპს მისალოცი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აშშ-სთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამყარების იმედი გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ნატო-ს და აცხადებდა, რომ აშშ-ს ამ ორგანიზაციის დაფინანსება ზედმეტად ძვირი უჯდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics