|
2016-11-10 14:13:28, 1523 ნახვა
სამართალი
კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საკითხებზე ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც წელს მეცხრედ იმართება, ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრმა გახსნა: „ყოველი მომდევნო კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც, ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი კონფერენცია, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის სტუმარს მასპინძლობს. მის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ- და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე, ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს. ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს განიხილავენ, წარმოადგენენ წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან, მოისმენენ ცნობილი ექსპერტების პრეზენტაციებს კიბერუსაფრთხოების თემებზე. კონფერენცია, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. წელს კონკურსში 50 პროექტია წარდგენილი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. მათგან საუკეთესოებს კონფერენცია 15 ნომინაციაში გამოავლენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)