13:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 22:55:40, 752 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე ფიქრობენ

ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ან იმპიჩმენტის პროცედურაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტი მის შესაძლო იმპიჩმენტის თემასაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ ასეთი იდეა „ოდიოზურ ფიგურებს“ პოლიტიკაში გაუჩნდეთ, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაწილია და რეალურად ხელისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ფიქრობს.

„მაგალითად, შეიძლება, რომელიმე გამორჩეულ პოლიტიკოს მოუვიდეს თავში იმპიჩმენტის იდეა და წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. იმპიჩმენტს სჭირდება გარკვეული საფუძვლები, უნდა იყოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ასეთი პოლიტიკოსების აზრში და ფანტაზიაში დანაშაულის თემაც გაჩნდება. რატომ არ შეიძლება ასეთი ტიპის დანაშაულის ინსცენირების იდეა მოუვიდეთ? მაგრამ მაინც მიმაჩნია ოდიოზურ ფიგურებად ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ასეთი ტიპის განვითარებაზე, ან პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ან იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის უბრალოდ ფანტაზიის შედეგი,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს არსებული პირდაპირი არჩევითი წესის მოსალოდნელ შეცვლასთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამის არგუმენტირებული ახსნა მოუწევს.

„ეს არის ხალხის უფლება და სანამ ამ უფლებას წაართმევ კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს, ამას რატომ აკეთებ. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics