13:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 16:47:11, 1289 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი იანვარში იტალიას ეწვევა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა.

ამის შესახებ კვირიკაშვილისა და  იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, პაოლო ჯენტილონის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა  საქართველო–იტალიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

მხარეებმა აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა  და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ  გამოწვევებს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ ვითარებას. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა პაოლო ჯენტილონის ვიზიტი იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics