10:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 09:47:10, 653 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება

 „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან თვისობრივი წინსვლა იქნება  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის ინტერვიუსთან  დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

აბაშიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი აქტიურად მსჯელობს სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე.

„რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში,“ -განუცხადა აბაშიძემ „რუსთავი 2“-ს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics