|
2016-11-02 14:18:29, 1579 ნახვა
ეკონომიკა
ბოლნისში რეგიონული ინოვაციების დღე ჩატარდა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის ორგანიზებით პროექტ ZRDA-ს ფარგლებში ბოლნისის გამგეობის შენობაში (სულხან-საბა ორბელიანის N106) რეგიონული ინოვაციების დღე გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით გააცნო, წარადგინა საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. შეხვედრაზე დამსწრეები გაეცნენ ტექნოპარკის მოხალისეობის პროგრამას, სტარტაპების განვითარების ეტაპებს, ასევე შეხვდნენსახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულ გუნდებს და გაიზიარეს მათი გამოცდილება. სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საინფორმაციო საზოგადოების ფორმირებისთვის აუცილებელი პროექტებისა და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების წარმართვა და კოორდინირება. ინოვაციების განვითარება რეგიონებში ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მაჩვენებელზე მკვეთრად აისახება. სახელმწიფო აძლევს ახალგაზრდებს შანსს და შესაძლებლობებს გახდნენ ინოვატორები, მეწარმეები, დაიწყონ სტარტაპ ბიზნესების შენება და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. რეგიონებში საინფორმაციო ინოვაციური დღეების მიზანია, ცნობადობის ამაღლება, სტარტაპებისა და საერთო სამეწარმეო ბიზნეს გარემოს შექმნა და ახალგაზრდა დამწყები ბიზნესმენების წახალისება ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. ,, ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონშიც. ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში. ეს ადგილი უზრუნველყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესებასა და სტარტაპების გაჩენას რეგიონებში. სააგენტო მუშაობს ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაზე მთლიანად ქვეყანაში და ამ პროცესში ჩვენ ყველა რეგიონს ჩავრთავთ. მსგავსი აქტივობებით კი დავეხმარებით ადგილობრივებს განავითარონ აღნიშნული სფეროები და გაიზიარონ გამოცდილება, რათა შექმნან უკეთესი გარემო."- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მიიღებენ კონსულტაციებს პროფესიონალებისგან და ასევე ექნებათ წვდომა ყველა საჭირო რესურსთან. პროგრამის მეშვეობით, საბოლოო ჯამში, შეძლებენ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და ფორმირებას. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალში USAID-ის პროექტ ZRDA-ს ფარგლებში შეხვედრებსა და ტრენინგებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს. შემდეგი რეგიონული ინოვაციების დღე ხვალ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11:00 საათზე გაიმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)