08:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 16:35:39, 715 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ბევრს, ვინც „რესპუბლიკელები“ დატოვა, აქვს სურვილი, ერთად ვისაუბროთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე

ბევრს, ვინც გადაწყვიტა ”რესპუბლიკური პარტიის” დატოვება, აქვს სურვილი, ერთად ვისაუბროთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ინგა გრიგოლიას დღის ამბების" ეთერში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური სისტემა პოლიტიკური პარტიებისგან დაიცალა.

”პოლიტიკური ძალა აუცილებლად სჭირდება ქვეყანას, ვინაიდან პოლიტიკური სისტემა დაიცალა პოლიტიკური პარტიებისგან. მეორე მხრივ, პარლამენტი დაიცალა პოლიტიკისგან. მე ასე არ ვაპირებ, რომ წავიდე და უსუფაშვილის პარტია შევქმნა. არ არის ეს ჩემი ამოცანა და ჰობი. მე მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ხედავენ და თვლიან, რომ ვერც არსებული პარტიებით და ვერც პოლიტიკის წინა ხაზზე არსებული ადამიანებით, ჩემი ჩათვლით, წინ ვერ წავალთ როგორც საჭიროა. ძველი არის გასაფრთხილებელი, გამოსაყენებელი, მაგრამ ის ენერგია და იმ ტიპის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შეძლებს საქართველოში გაარღვიოს ეს მანკიერი პრაქტიკა - საქართველოში ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც ვინმე “ბაზალეთის ტბიდან” ამოდის, ასე იყო გამსახურდია ამოვიდა ბაზალეთიდან, მერე შევარდნაძე ჩამოფრინდა მოსკოვის ბაზალეთიდან, მერე სააკაშვილი ამოვიდა სადღაცა ბაზალეთიდან, მერე ივანიშვილმა ამოყვინთა ურეკის ბაზალეთიდან. ახლა ვისხდეთ და ველოდოთ, სანამ ვიდრე ასეთი ამოყვინთავს და მანამდე ვიყოთ პოლიტიკური პროცესის გარეშე, თუ მართლა დავიჯეროთ ის, რომ ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ? ევროპული მენტალიტეტის, ნორმალური ხალხი. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე დღეს აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული იმისთვის, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება მოწოდებული და მობილიზებული იმისთვის, რომ როგორმე სახელმწიფო ძალაუფლება ან მისი ნაწილი ჩაიგდოს ხელში და მეორე მხრივ, არ იქნება ისე ჩაკეტილი და შემოფარგლული თავისივე მიერ აშენებული ჯებირებით, რომლის იქითაც გაფართოება შეუძლებელია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics