|
2016-10-31 13:42:29, 764 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი: არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ადგილი არ ჰქონია. „თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ კანდიდატების კოორდინატორები და აქტივისტები და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში მათ მიერ დაფიქსირებულ ნებასაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი, კონტროლის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)