05:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 12:12:41, 674 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა

საქართველოში  2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა,-ეს განცხადება  ქვეყნის  პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიგინგზე გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა  პირველ რიგში მადლობა  ქართულ საზოგადოებას გადაუხადა:

„რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი, თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტიურად ყველა პოლიტიკური პროგრამის, ძალის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა მივულცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს „ქართულ ოცნებას“ , „ნაცინალურ მოძრაობას“ , „პატრიოტთა ალიანსს“ ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში“,-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის მონაცემები დაითვალა. წინასწარი შედეგებით, თბილისსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ოლქებში "ქართული ოცნება" ლიდერობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics