22:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 17:33:17, 935 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: როდის იყო ოპოზიცია შტაბში ვიღაცას უვარდებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრები „ოცნების“ კარალეთის შტაბში შეიჭრნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

წერეთელის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ არაფერი სმენია:

„არაფერი ვიცი, ქუთაისის შტაბში ვარ და შეჭრა- შემოჭრა ეგ მაგათი საქმეა. ჩვენ არსად შევჭრილვართ, არსად შევვარდნილვართ. კარგით რა, როდის იყო ოპოზიცია უვარდებოდა შტაბში ვიღაცას. არ მგონია, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს ეს ინფორმაცია“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის „ქართული ოცნების“ ინფორმაციით,  დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics