|
2016-10-24 17:03:00, 1572 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრ "Mektory"-ს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემურანდუმი გაფორმდება
25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტექნოპარკში, ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის "Mektory" დირექტორი, უნივერსიტეტის ვიცე რექტორი თეა ვარაკი ეწვევა. 14:30 წუთზე, ტექნოპარკში, ხელი მოეწერება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "Mektory"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია "Mektory"-ს ბაზაზე საქართველოს წარმომადგენლობის, ე.წ. კულტურული ოთახის, დაარსება, რომელიც განთავსდება "Mektory"-ს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ფინეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ავსტრალია) ცენტრებთან ერთად, რაც გააერთიანებს ესტონეთში იმ ქართველ მეწარმეებს, სტარტაპ კომპანიებს, სტუდენტებს, ზოგადად საქართველოს წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ესტონეთში მოღვაწეობის სურვილი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს პარტნიორთა ქსელის გაფართოვების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ინოვაციების ცენტრი "Mektory" აერთიანებს მეწარმეებს, სტუდენტებს, მეცნიერებსა და მოსწავლეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ახალი იდეებისა და ინოვაციების ერთობლივად შემუშავების მიზნით. ცენტრი განთავსებულია 4450 კვ.მ ფართობის თანამედროვე შენობაში და მოიცავს პროტოტიპულ და საცდელ ლაბორატორიებს, ე.წ. სტარტაპებს და სპინოფებს, საკონფერენციო დარბაზს, კოსმოსურ და საგამოფენო ცენტრებსა და სარეკრეაციო ზონას. "Mektory" საქმიანობს 3 მიმართულებით: დიზაინი და პროდუქტის განვითარება, ბიზნეს მოდელების განვითარება და მობილური სერვისები და მედია საშუალებები. ცენტრში ხორციელდება უნივერსიტეტის თეორიული სწავლების ნაწილის პრაქტიკულთან მაქსიმალურად დაკავშირება. "Mektory" ასევე ხელს უწყობს სტუდენტთა ე.წ. სტარტაპული კომპანიების განვითარებას. ამასთან, ცენტრი თანამშრომლობს „ერიქსონთან", „მიცუბიშთან" და სხვ. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე დასწრება ჟურნალისტებისთვის თავისუფალია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)