|
2016-10-24 12:16:27, 1564 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ
“საქართველოს ბანკმა” განაცხადა, ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის International Finance Magazine (IFM) -ის ჯილდოს მინიჭების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას მეორედ გადაეცა, როგორც ამ მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელს საქართველოში. IFM -ის დაჯილდოება აღნიშნავს კომპანიის იმ მიღწევებს, რომლებიც მომხმარებელს გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს, ასევე ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას და გამოირჩევა ინოვაციითა და შედეგებით. ჯილდოს მინიჭებისას, ყურადღება ექცევა ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ უკვე მეორედ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა 2014 წელსაც მიიღო. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს, როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა და თელ ავივში და ამ მომსახურებას ბაზარზე არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მინდა მივულოცო ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების თანამშრომლებს კიდევ ერთი წარმატება„ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bankofgeorgia.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)