16:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 13:34:44, 618 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება

"ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება და, თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა ასეთი სურათის შექმნა, ეს უპასუხისმგებლობაა",- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიგა ბოკერიას დრევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე "ენმ"-ს მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ყველაფერი მშვიდად, კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

„თუ რაიმე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა,  კამერებიც მუშაობს და შეუძლია, ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოახდინოს რეაგირება. დაშინებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, თუ ვინმე გულისხმობს, რომ პოლიციისთვის ქვის სროლა, ძალადობა, წითელი ხაზების გადაკვეთა რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს, ნურასუკაცრავად“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, ყველაფერი გაკეთდა, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, თავისი პოზიცია გამოხატოს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც ასევე ყიზილაჯლოში იმყოფება, დღეს განახცადა, რომ მარნეულში მათი პარტიის მომხრეებზე ზეწოლას ქონდა ადგილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics