|
2016-10-21 17:36:03, 1815 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალი აეროპორტების მშენებლობა მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია
„ავიაცია ბოლო 4 წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენთვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, ვინაიდან სწორედ ავიაბაზრის განვითარება, მგზავრთნაკადის ზრდა და ახალი მიმართულებების დამატება წარმოადგენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საწინდარს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2016 წლის 9 თვის მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო საქართველოს ავიაციის ისტორიაში. დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციას, კომპანია „ტავ ჯორჯიას,” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტს გეგმაზომიერი, თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოში აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ახალი აეროპორტების მშენებლობის გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს უპრეცედენტო მოკლე ვადებში დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და დაიწყო ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დასრულდება მომავალი წლის სექტემბერში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)