12:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 11:22:21, 780 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: 68 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 68 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

ჯამში, სუბარის განმარტებით, დევნილებისთვის გადაცემული სახლების რაოდენობამ 12 500 ზე მეტი შეადგინა:

 „68 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები თბილისში, წალკასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო 33 ოჯახი ნუცუბიძის ქუჩაზე იმიტომ, რომ ეს 33 ოჯახი თითქმის 20 წელი ცხოვრობდა კერძო საკუთრებაში. ერთი მხრივ, მესაკუთრე ვერ იყენებდა ქონებას, მეორე მხრივ დევნილებმა არ იცოდნენ, როდის მოხდებოდა მათი გამოსახლება. ჩვენ გამოვისყიდეთ შენობა მთლიანად და დავუმტკიცეთ დევნილებს. მათ გაუჩნდათ თავიანთი საკუთრება. ფაქტობრივად, მთავრობის სხდომა არ გავა, რომ დევნილებს არ გადაეცეთ სახლები. 12 500-ს გადაცდა მათ საკუთრებაში გადაცემული სახლები“,- განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics