02:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 16:55:05, 1914 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს არ განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სირიის გამო დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს არ განიხილავენ, თუმცა შესაძლოა, ზომები ბაშარ ასადის მთავრობის წინააღმდეგ აამოქმედონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შესხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მოგერინიმა აღნიშნა, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი არ განიხილება, რადგან აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა არ გამოსულა.

თუმცა მისივე განცხადებით, დღის წესრიგში სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხია.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა ასევე დაადასტურა, რომ მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გაფართოებას არ განიხილავენ.

მისი განმარტებით, ამჟამად ევროპულ ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსი არ არის. ასელბორნი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების შემოღება ამჟამად კონტრპორდუქტიული იქნება.

ცნობისთვის, დამატებითი ანტირუსულ სანქციებს მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, სწორედ მოსკოვზე, და არა ბაშარ ასადის რეჟიმზეა დამოკიდბეული, შეწყდება თუ არა სისხლისღვრა სირიაში, კერძოდ კი, ალეპოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics