|
2016-10-17 15:13:55, 772 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ხელისუფლების წარმატებისთვის ვმუშაობ და რა როლი დამეკისრება, ამას პრემიერი წყვეტს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი. როგორც წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუშაობდა და კვლავ მუშაობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებისთვის და მომავალში რა როლი დაეკისრება, ამას პრემიერი და პარტია გადაწყვეტს: „სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. ერთადერთი ისაა ცნობილი, რაც კანონში წერია, რომ როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, მეორე ტურის შემდეგ, ეს მთავრობა ჩაითვლება გადაყენებულად. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვმუშაობდი და ვმუშაობ „ქართული ოცნების“ და მისი ხელისუფლების წარმატებისთვის, ხოლო რა როლი დამეკისრება, ამას წყვეტს პარტია და პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)