11:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 19:26:51, 968 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა რურუა ზურაბიშვილზე: ის აბსოლუტურად მიეყიდა ივანიშვილს და ახლა კადრულობს ყველაფერს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მთაწმინდის #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს [ის ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს] პასუხობს.

როგორც რურუამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიეყიდა და ახლა "ყველაფერს კადრულობს".

„ქალბატონი ზურაბიშვილი ვინც არის პოლიტიკური გასტროლიორი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, იმისთვის, რომ ხელი გამოკრას ნებისმიერ ფასად, რაიმე თანამდებობას. ის აბსოლუტურად მიეყიდა ივანიშვილს და ახლა კადრულობს ყველაფერს, რომ რამენაირად, რასაც დაპირდნენ ის მიიღოს. ეს არის სრული სიცრუე. არანაირ უჯრაში, არანაირი ბიულეტენი არ ყოფილა. ეს დაადასტურა თვითონ კომისიის თავმჯდომარემაც, ოცნების თავმჯდომარემაც,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის თქმით, მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ცარიელი ბიულეტენები ჰქონდა, რომელიც ნიკა რურუას სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics