02:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 14:43:44, 738 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებთან შედარებით გაუარესებულია

არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებთან შედარებით გაუარესებულია, - ამის შესახებ საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლებთან შედარებით არის გაუარესებული. დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი არაერთ შემთხვევაში , ძირითადად უბნების გარე პერიმეტრზე,უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა. რაც გამოიხატებოდა ძალადობრივ მოვლენებში“.- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, უბნებზე შეჭრის შემთხვევებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა.

„დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები , აღნიშნულმა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე გავლენა მაოხდინა.  მარნეულის 48-ე უბანზე იყო განსაკუთრებით საგანგაშო ფაქტი, ვანდალური დარღვევას ჰქოდნა ადგილი  ზუგდიდის 108-ე უბანზე. ქუთაისის 90-ე უბანზე კი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის ფიქზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა.  მართალია გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით , თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ეს გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სპეციალური მუხლით, რომელიც სისხხლის სამართლის კოდექსში გავქვს და რომელიც უშუალოდ არჩევნებთან კავშირში ახდენს მსგავსი ფაქტების კრიმინალიზაციას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics