22:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 19:56:48, 576 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით,მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე  ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. ჟვანია ყველა ადამიანს, რომელიც უბანთანაა შეკრებილი, მოუწოდებს, ცივილური ფორმით იმოქმედონ

„იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს სამრთლებრივი კორექტირება. მინდა მივმართო მათ, რომ ხელი შეწუყონ საარჩევნო ადმინისტრაციას და ასევე  ამომრჩევლებს, რომ გაგრძელდეს ხმის მიცემის პროცესი, ვინაიდან სულ რამდენიმე წუთია  დარჩენილი საღამოს რვა საათამდე, რომდესაც უნდა დაიხუროს უბნები  და დაიწყოს ხმის დათვლის პროცესი“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, საარჩევნო ყუთი წესრიგშია  და არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ კენჭისყრის პროცესი არ გაგრძელდეს:

 „მივმართავ ყველას, წესრიგშია საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე და ხელი შეუწყონ საუბნო- სარჩევნო კომისიას, რომ გააგრძელონ თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება მშვიდ გარემოში. ნებისმიერი პრეტენზიების შემთხვევაში მოგვარება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სამართლებრივი გზით.როდესაც ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, რა თქმა უნდა, ყუთის ბათილობის საფუძველი არ არსებობს. თუმცა,  არსებობს კანონის სხვა საფუძვლებიც და როდესაც ჩვენ სამართლებრივი გზებით განვიხილავთ საჩივრებს, კანონის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე ყუთი არის დაცული, მთლიანობა არ არის დარღვეული შესაბამისად არ არსებობს საფუძველი, რომ  ან კენჭისყრის პროცესს შეეშალოს ხელი, ან შესაბამისი ხმის დათვლის პროცესი არ გაგრძელდეს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics