22:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 18:27:43, 583 ნახვა

პოლიტიკა
ტუღუში: მარნეულის 48-ე ოლქში „ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, გატაცებულია საარჩევნო ყუთი

მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქში, ყიზილაჯილოს უბანზე, ქართული ოცნების აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს, გატაცებულია საარჩევნო ყუთი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ტუღუშის განცხადებით, ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ კანდიდატის თამაზ ნავერიანის მუქარები უძღოდა წინ. 

„გატაცებული საარჩევნო ყუთი არ დაბრუნებულა უბანზე . პოლიციამ სამწხაროდ ვერ მოახერხა დარღვევების პრევენცია, იყვნენ არაეფექტურები. პოლიციის ნაწილმა უბანი დატოვა, რადგან ისინი ვერ გაუმკლავდნენ სიტუაციას. ეს ისტერია და ძალადობა, რომელიც ჩვენი თვალით ვიხილეთ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე , გამოწვეულია იმით, რომ ისინი გრძნობენ, რომ აგებენ არჩვნებს. ამ ყვეალფერს, რამდენადაც ჩვენ ვიცით, წინ უძღოდა ბატონი ნავერიანის ვიზიტები, როგორც ამ უბანზე ისე, ჯანდარის ერთ-ერთ უბანზე, სადაც იგი გარეთ შეკრებილ ხალხს ემუქრებოდა-რომ დაკეტავდა საარჩვნო უბანს და არ მისცემდა ხმის მიცემის უფლებას. გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება, როცა დარღვევა დაიწყო, მედიასაშუალების წამომადგენლები, დამკვირვებლები და კომისიის წევრები მომწყვდეულნი იყვნენ შენობაში და მათ აგრედან ლოდებს უშენდნენ. მე ვესაუბრე შსს-ს თქვეს, რომ მობილიზებული იქნებოდა პოლიციის დამატებითი ძალები , მაგრამ ამ დრომდე დეესკალაციას ვერ ვხედავთ“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics