|
2016-10-08 10:49:45, 1220 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: გვჯერა, მალე გავიგებთ, თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, სად არის ჭეშმარიტება
გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ინციდენტს არ ჩავთვლით, საქართველოში უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემოა. „ყველა მივესალმებით თითოეული იმ სამართალდამცველის აქტიურ საქმიანობას. ის, რომ ამ საქმის გახსნა რეალურად მოხდა. ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა. გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება. თუ ამ ინციდენტს არ ჩავთვლით გავიარეთ უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. მჯერა დღევანდელი დღეც იქნება მშვიდი“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)