15:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 09:43:07, 686 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 8 ოქტომბრის არჩევნებზე ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეს საღამოს  ე.წ. საზღვარს დახურავს, რომელიც მხოლოდ 9 ოქტომბერს გაიხსნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტემა მიიღო.

მათივე განცხადებით,  არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ რომ არჩევნების დღეს საქართველოში რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საზღვრის დროებით ჩაკეტვის მიზეზი გახდება.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით,აბსოლუტურად არალეგიტიმურია რაც ხდება, ისევე როგორც ყველაფერი, რაც უკავშირდება განგრძობით ოკუპაციას.

„IPRM-ზე ბოლო შეხვედრაზე ნამდვილად იყო ამაზე საუბარი და საუბარი იყო იმ კუთხით, რომ ხაზი გაესვა გადაადგილების თავისუფლების აუცილებლობას. რა თქმა უნდა ამას კიდევ ერთხელ ცალსახად მიეცემა ადეკვატური შეფასება,“-აღნიშნა  ციხელაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics