13:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 13:35:59, 715 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო მსვლელობა მიმდინარეობს

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ წინასაარჩევნოდ თბილისში მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს.

მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე დამთავრდება.

პარტიის წევრის, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კუკავას თქმით, პარტიის მსვლელობა ვაზისუბანში, სანზონაში დიღომსა და ზაჰესში გაიმართება.

 კუკავამ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 „ვარდების მოედნიდან სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებს მსვლელობით მოვივლით. მსვლელობა იქნება ვაზისუბანში, სანზონაში, გლდანი-მუხიანის, დიღომისა და ზაჰესის საარჩევნო ოლქებში. ორი დღეა დარჩენილი არჩევნებამდე და კიდევ ერთხელ გვინდა, თბილისელებს მოვუწოდოთ საარჩევნო უბნებში აქტიურობისკენ, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ ამ აფეთქებებით, გადატრიალებებით თუ სხვადასხვა სპექტაკლებით ყველაიანარად ცდილობენ, რომ მიიღონ ორპარტიული პარლამენტი. კიდევ ოთხი წელი ორპარტიული პარლამენტი საქართველოს დაღუპვა იქნება. ამიტომ, ჩვენ ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მოვიდნენ საარცევნო უბნებზე, შემოხაზონ რვიანი ან სხვა ნებისმიერი არასაპარლამენტო პარტია. უკვე დაწერილი „ნაცქოცური“ სცენარი, რომლის მიხედვითაც უნდათ მოხდეს ორპარტიული პარლამენტის მიღება,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ცავშალოთ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გეგმა და ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი“, -განაცხადა კახა კუკავამ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics