13:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 18:02:52, 703 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ბულგარელ დიპლომატს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვა-კოზლევასთან შეხვედრა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე საუბრით დაიწყო და დიპლომატს პაკეტის განხორციელების პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს და არსებული ურთიერთობის დეტალები განიხილეს. ამჟამად, ბულგარეთი და საქართველო ექსპერტების დონეზე ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის, ადამიანური რესურსების მართვის, შესყიდვების, ინგლისური ენის სასწავლო კურსებისა და სხვა მიმართულებებში თანამშრომლობენ.  თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ბულგარელი სამხედროებისთვის ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურსების გავლა შესთავაზა.   

ლევან იზორიამ დიპლომატს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა სთხოვა. მომავალი წლიდან ბულგარეთის დიპლომატიური მისია საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო ხდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტი ნატოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის მანიშნებელია.  

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დარინ იანჩევი დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics