12:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:36:01, 1415 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა

ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. 

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიღებული მანდატის საფუძველზე, სლოვაკეთის თავმჯდომარეობით ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს იწყებს.

ევროსაბჭოში აცხადებენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.

"დღეს საბჭომ აჩვენა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოში განხორციელებული რეფორმების გათვალისწინებით. ევროკავშირის თავმჯდომარეს სჯერა, რომ სანდო რეფორმების გზა სწორია და უნდა იყოს წახალისებული. ჩვენ ამ პროცესის დასრულებაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმით სარგებლობა რაც შეიძლება მალე შეძლონ”, -  განაცხადა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის პრეზიდენტმა, ევროკავშირში სლოვაკეთის წარმომადგენელმა პიტერ იავორჩიკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics