12:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 22:55:37, 771 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო „ინგოროყვას კლინიკაში“ აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მოსანახულებლად მივიდა

დავით სერგეენკო „ინგოროყვას კლინიკაში“ მივიდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები".

„მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მისივე განცხადებით, ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული,ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. დანარჩენებს აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. სერგეენკომ სამი პაციენტი მოინახულა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ კოლმეურნეობის მოედანზე "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია სამი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics