|
2016-10-03 18:34:32, 866 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა სოფელ კიცხში რიგით მე-40 საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საქართველოში ის რიგით მე-40 ცენტრია. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კიცხის მოსახლეობის გარდა: ხიდარის, ვარძიის, წყალაფორეთის, საქარიქედის, ბორის, კიცხისიგორეთის და თეთრაწყაროს მცხოვრებნი ისარგებლებენ. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა. კიცხის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. კიცხის გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 39 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, ტყვიავში, ვალეში, არხილოსკალოში, ბერძენაულსა და უსახელოში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)