|
2016-10-03 18:30:17, 826 ნახვა
რეგიონი
4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება
ხვალიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეეძლებათ. 4 ოქტომბერს იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალს ონში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. ონის იუსტიციის სახლი პირველია რაჭა-ლეჩხუმში. ის მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება ონშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს და მათ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე წვდომას გაუადვილებს. ონის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ონის მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრებიან. გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, საღამოს კი ფოიერვერკი დაასრულებს. ონის იუსტიციის სახლი 531 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ვახტან მეექვსეს ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის ტენდერით შერჩეული პროექტით განხორციელდა. ონის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეშვიდე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი ახალქალაქში გაიხსნება. იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ონში დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)