|
2016-10-03 15:58:07, 1295 ნახვა
კომენტარი
გვარამია: მზად ვიყავით, ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსური და პირადი გარანტიები მიგვეცა ახვლედიანისთვის
ჩვენ მზად ვიყავით, ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსური და პირადი გარანტიები მიგვეცა მამუკა ახვლედიანისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტომა, ნიკა გვრამიამ დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, დღეს გავრცელებულ საუბარს გაგრძელება აქვს. „დღეს გავრცელებულ საუბარს კიდევ აქვს გაგრძელება, სადაც კიდევ უფრო კონკრეტდება ყველაფერი. როდესაც მედია მიდის ე.წ. ვისელბლოუერთან, რომელიც ამბობს, რომ აქვს სისტემური დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები, უნდა განცხადება გააკეთოს და მედიისგან ითხოვს ხელშეუხებლობის, ფინანსურ გარანტიებს, ბუნებრივია, რომ მედია ამაზე წამსვლელია. ჩვენც მზად ვიყავით, იმ ვითარებაში, მით უმეტეს, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ფინანსური და პირადი უსაფრთხოების გარანტიები მიგვეცა არა მხოლოდ მისთვის. ბევრი ადამიანი იყო ასეთი, რომელმაც ასეთი ტიპის გარანტიები მიიღო. მათ შორის, ისინი, ვინც ის ინფორმაციები გაამჟღავნა „რუსთავი“ 2-ში, რომელიც თქვენ მოსმენილი გაქვთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას ჩანაწერში, გვარამია მამუკა ახვლედიანს ეუბნება ასეთ ფრაზას - "რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული". როგორც გვარამიამ დღეს განმარტა, ამ ფრაზაში სწორედ ფინანსურ უზრუნველყოფას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)