|
2016-10-01 17:14:15, 900 ნახვა
რეგიონი
ჯიღაურაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის რთველი გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას სამეურნეო ბაზაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კულტურის, მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საუკუნოვანი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობის მიზნით, ჯიღაურას ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, რთველში მიიღეს მონაწილეობა. „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის წინ დაიწყეს ღვინის წარმოება და დღემდე ამ პროცესს წყვეტა არ ჰქონია. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ქვევრის ღვინო და მისი დაყენების ტრადიციული მეთოდი კი, უნიკალურია. ყოველივე ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განძია და გვინდა საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და მასთან დაკავშირებულ ხალხურ შემოქმედებას ახლოს გაეცნონ. დღეს ისინი, საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად, ჩვენი სტუმრები არიან და მათვის საგანგებოდ ორგანიზებულ ყურძის კრეფის, დაწურვის, ჩურჩხელის ამოვლების ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათია და გვინდა ამის შესახებ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა აუცილებლად იცოდნენ“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ჯიღაურაში ღონისძიება ქართული ტრადიციების მიხედვით გაიმართა - ყურძნის კრეფის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები საწნახელში ყურძნის დაწურვის, თათარის მოდუღების, ჩურჩხელების ამოვლებისა და ქართული ტრადიციული კერძების მომზადების პროცესში ჩაერთვნენ. აღსანიშავია, რომ დღეისათვის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე ქართული ვაზის 437 და უცხოური ვაზის 350 ჯიშია გაშენებული. ღონისძიების ფარგლებში, უცხოელ სტუმრებს აღნიშნული უნიკალური ნარგავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ღონისძიება „ქართული ღვინის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)