02:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 17:04:57, 611 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

თელავსა და ყვარელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს.

მორიგი შეხვედრა სესიაშვილმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს.

 კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში  პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება დაიწყო  და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა.

ამასთან, მისივე თქმით,   იგეგმება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე.

გარდა ამისა, სესიაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მომავალ თაობას. სულ მალე თელავში დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ირაკლი სესიაშვილის მხარდასაჭერად თელავში ღონსიძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, „ქართული ხმები“, ანსამბლი „შვიდკაცა“, „ალილო“, სოფო ბედია, ანსამბლი „წინანდალი“, დათუნა სირბილაძე, ნათია ქოროღლიშვილი, დავით როსტომაშვილი და სხვები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics